***
ფიქრობ და ხვდები რომ არაფერი იცი, არც ის სად ხარ, სად უნდა იყო, რატომ, რას უდა აკეთებდე, ვისთვის ან რისთვის, ხვალ რა იქნება ისიც არ იცი. გათენდება თუ არა ან რომც გათენდეს აქვს თუ არა აზრი, აქ გინდა თუ იქ ისიც კი არ იცი, ჰო ისიც კი არ იცი რა გინდა ,წასვლა თუ დარჩენა გაქრობა თუ უბრალოდ ყოფნა, არა
თუმცა ის მაინც იცი რომ ასე აღარ შეგიძლია აღარ გინდა და ხვდები რომ თუ არაფერი შეიცვალა დიდხანს ვეღარ გაქაჩავ, მაგრამ არც დასრულება შეგიძლია და ხვდები რომ ყველაფერი სერია არც შავი და არც ფერადი. იტყვი კარგია შავი მაინც რომ არააო მაგრამ შენც იცი, რომ ეს საკმარისი არაა, რომ ეს არგყოფნის. როდიდან გახდა ადამიანი მინიმალისტი და თანაც ვინ შენ? ყველა და შენ არა, თუ ვერა. მინიმალისტი მხოლოდ მოქმედებებში ხარ, არ იცი რა გინდა  იცი არაფერს მოიმოქმედებ მაგრამ იცი რა აღარ გინდა, ასე აღარ გინდა მაგრამ არაფერს აკეთებ და ელოდები, ელოდები ვის ან რას? კაცმა არ იცის, მგონი ღმერთმაც კი არ იცის შენმა შემყურემ. ალბათ ხელი ჩაიქნია, მეც კი აღარ ვიციო, შენ კიდე მაინც ელი, ელი და თვითონაც არ იცი რას. ეს უკვე თავხედობაა, შენ კი აგრძელებ გზას, უსასრულოდ, ჭაობისკენ უფრო და უფრო ეშვები. ის კი არა შენ იმასაც გრძნობ როგორ დაიწყე ლპობა, ჯერ სულმა ახლა კი ჯერი სხეულზეც მიდგა და როდის? როდის მოასწრო მეტასტაზებმა ასე სწრაფად ყველაფერს მოდებოდა, სულსაც და სხეულსაც  ცხრამეტი წლის ასაკში როგორ მოახერხე აქამდე მისულყავი და აი ამ წამს, ახლაც, ისე მწარედ დაეჯახა გულს ის რომ მაინც უმოქმედო ხარ, რომ აღიარებაც კი არ გშველის, რომ არ არსებობს მოტივაცია, რომელიც მაგ მეტასტაზებს ჯანდაბაში გაუშვებს და ლპობამდე მისულ უჯრედებს აღადგენს, სულს და სხეულს განგიკურნავს, გულში სისხლი ისევ დაიწყებს შესვლას და გამოსვლას, ტვინის უჯრედები აღდგება და შენც, შენც იქნები ადამიანი, გრძნობებით წარსულით აწმყოთი და მომავლითაც. ბოლოს და ბოლოს ადამიანობას დაიბრუნებ,რომელიც ვინ იცის როდის დაკარგე ღმერთმა რომ გამოგაყოლა. გაზრდის მაგივრად სულ რომ გააქრე. ვინ იცის როდის მოხდა, იქნებ მაშინ პირველად რომ ამოისუნთქე, ან მაშინ პირველად რომ გაიცინე, ანდაც, პირველად რომ შეგეშალა. ვინ იცის რას გაატანე ის ადამიანურობა ახლა ასე რომ გჭირდება და შენ ლპები ისევ და თითქოს ეს პროცესი შეუქცევადია. აქ არ არის გვირაბი ბოლოში სინათლით ისიც კი არ ვიცი ეს რა გზაა ან გზაა თუ არა, აჰ ალბათ ეს ჭაობია, თუმცა მგონი ჭაობსაც კი აჯობა მისმა ამაზრზენობამ. ჰო აი ეს კი კარგად შეძელი, შენი ცხოვრება ასეთი საზიზღარი გამხდარიყო და რომ არა შენი ოჯახი ღმერთმა რომ გაჩუქა, ვინ იცის სად იქნებოდი ის რომ არა.
 და მაინც როგორ შეიძლება იყო ასეთი... ასეთი სიტყვებიც კი არ მაქვს აღვწერო როგორი, ასეთი ცარიელი და უინტერესო როგორ შეიძლება იყო?! მკვლელსაც კი აქვს რაღაც მიზანი,  შემართება, სურვილი, წყურვილი თუნდაც სისხლის მაგრამ რაღაც მაინც ჰომ ამოძრავებს. მოღალატესაც კი აქვს რაღაც რასაც აზრი აქვს თუნდაც მხოლოდ მისთვის მაგრამ ესეც საქმეა, შენ ესეც არ გაქვს და ხედავ როგორ დაბლა ხარ? მგონი ფსკერსაც კი გასცდი და აი  მოღალატეც კი შენზე მეტია რაღაცით მაინც. ნეტავ აზრი თუ აქვს ? მომავალს ანდაც აწმყოს. ნუ ცალსახაა წარსული რომ ცარიელი გაქვს და ვაი რომ დანარჩენებსაც იგივე პირი უჩანს... ერთი მიზეზიც კი აღარ გაქვს, ან არც არასდროს გქონია და მიკვირს აქამდეც როგორ მოხვედი ა უკაცრავად მოგიტანეს.

Comments

Popular posts from this blog